среда, 19 октября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
,,დიდი თამარი“
სწავლების საფეხური
V I  კლასი საშუალო  საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა
11 მოსწავლე. სპეციალური საჭიროების მქონე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით,რომ  მოსწავლეები შეისწავლიან  მხატვრულ ხერხებს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1)ლექსის მხატვრული კითხვა და ანალიზი.
2)ფრაზის ინტერპრირება, ეპითეტის და  შედარებების  გამოყოფა.
ამ გაკვეთილის გავლის შემდეგ მოსწავლე შესძლებს;
ა)ტექსტის გამომეტყველებით წაკითხას და გაანალიზებას.
ბ)ტექსტის  პერიფრაზირებას.
გ)თამარ მეფეზე ახალი ინფორმაციის გადმოცემას.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ვაჟას მოღვაწეობა  ბიოგრაფია. ტროპის სახეები; ეპითეტი, შედარება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კომპონენტებით:
1)ლექსის მხატვრულად კითხვა .
2)ფრაზის პერიფრაზირება.
3) მსჯელობა–ეპითეტი შედარება, რას ენსახურება ეს ხერხები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსი
სახელმძღვანელო ქართული მე–6 კლასი   თვალსაჩინოება.

გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები(2წთ)
ა) გამოწვევა
მინილექცია  რა იციან ვაჟა ლექსზე ,,დიდი თამარი“
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენინ რა გაუგიათ თამარის ეპოქის ირგვლივ რომელი მწერალი მოღვაწეობდა ამ დროს.
 
შინაარსის რეალიზება
ამის შემდეგ მოსწავლეები კითხულობე ლექსს  მსჯელობენ ლექსის მკითხველზე ზემოქმედების ხერხებსა და საშუალებებზე.  ახდენენ უცხო სიტყვების განმარტებას,ამოიწერენ მხატვრულ ადგილებს.
 შეჯამება
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ გაკვეთილს ლექსს განიხილავენ ისტორიულ კონტექსტში.
მოსწავლეები ფასდებიან საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით.
 


 

Комментариев нет:

Отправить комментарий