воскресенье, 17 апреля 2016 г.

სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მზია ჩაკვეტაძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ცაგერის რაიონი სოფელი ორბელის საჯარო სკოლა
ქალაქი
 სოფელი ორბელი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
                                 ,, ჩემი სოფლის ფოლკლორული საუნჯიდან’’
თემის შინაარსი
             მე-9 კლასელებს ვაძლევ დავალებას იმუშაონ პროექტისთვის განკუთვნილი 7 დღის მანძილზე,რის შემდეგაც ისინი წარმოადგენენ ჩვენს სოფელ ორბელში შეკრებილ ნამუშევრებს.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
მე-9
განხორციელების დროის ჩარჩო
7 დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
1.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.2.ამოიცნობს და შეაფასებს დისკუსიების,დებატების,მონოლოგების ეფექტურ საშუალებებს.3.ამოიცნობს ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი რა ნიშნები ემოდის ენაში წერილობითიდან  ზეპირ ფორმატში გადასვლისას.მაგ  ჟესტიკულაციის,მიმიკის,ინტონაციის გამოყენება დებატებში.4.ამოიცნობს და სხვადასხვა ტექსტზე მსჯელობისას მართებულად იყენებს შესაბამის ენობრივ სტრუქტურებს.5.მსმენელთა ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში,ხმის დონეების მიხედვით.6.უკავშირებს ტექსტში წაკითხულ თვალსაზრისს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან სხვადასხვა ნაწარმოებებს,მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს,სპექტაკლებს და ა.შ.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შეიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
1.გიყვართ თქმულებები,ზღაპრები,შელოცვები,გამოცანები,ანდაზები?



თემატური კითხვები
1.რომელი ნაწარმოებები გაქვთ მოძიებული?

2.რომელი ჟანრის ნაწარმოებებზე მუშაობა გეხალისებათ?

3.რას ჩაასწორებთ ენობრივ სტილისტური და პუნქტუაციის თვალსაზრისით?

შინაარსობრივი კითხვები
1.დაასახელეთ თქვენს მიერ მოძიებული ლექსები?
რატომაა ლექსი,, პატარძალო’’იუმორისტული?

2.დაასახელეთ თქვენს მიერჩაწერილი ზღაპრების სათაურები!(,,უმცროსი და’’, ,,გრიზელდა’’, ,,ნე ზნოუ’’.)

3.რატომ ჰქვია თქვენს ზღაპრებს მთავარი პერსონაჟის სახელები?

4.დაასახელეთ თქვენს მიერ მოძიებული ანდაზები!რა კავშირი აქვთ მათ ცხოვრებასთან?

5.თიტოეულმა თქვენგანმა შეადგინეთ ერთი-ორი შეკითხვა,რომლებითაც მიმართავთ ერთმანეთს.

6.დაასახელეთ გამოცანა,რომლის გამოცნობაც თანატოლებს გაუჭირდებათ,არც სადმე დაბეჭდილა,პოეტური და იუმორისტულია!
    
                                                                                  ,,ბოძი,ბოძი,ბოძანდარი,
                                                                                    ზედ გუდა და ზედ ადგარი
                                                                                     ზედ იკრიჭი,ზედ იჭყიტი
                                                                                     ზედ იალბუზის მთა არი,
                                                                                       იმაზეა ჭალა,
                                                                                       შიგ ღორები წვანან’’.

Комментариев нет:

Отправить комментарий